en
ge

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და ფონდი აურესის განცხადება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და ფონდი აურესის განცხადება

თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ფონდი „აურესი“ ავრცელებენ განცხადებას პირბადის ტარების წესში ცლილებების შეტანის აუცილებლობაზე. ორგანიზაციები აღწერენ პრობლემას, რომელიც პანდემიის პერიოდში სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს შეექმნათ (შშმ, სმენის შეზღუდვის მქონე ბავშვი/პირი, ხანდაზმული, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირი და სხვა). მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახის გამომეტყველებისა და ბაგეების მოძრაობის დანახვა, გაუმჭვირვალე პირბადის ტარებამ კი ეს შეუძლებელი გახადა.

სსო-ები ერთობლივ განცხადებაში ითხოვენ შემდეგი ცვლილებების განხორციელებას:

•შევიდეს შესაბამისი ცვლილებები პირბადის ტარების წესში, რათა ყველა ადამიანის ჯანმრთელობა იყოს თანაბრად დაცული;

•აღიჭურვონ მომსახურებები, განსაკუთრებით სოციალური მომსახურებები, გამჭვირვალეფარიანი პირბადეებით და მათი გამოყენებისთვის საჭირო ცოდნით და უნარებით, რათა შემცირდეს გაუმჭვირვალე პირბადით გამოწვეული კომუნიკაციის ბარიერების ნეგატიური შედეგები ან/და ბენეფიციარის ზიანი;

•სოციალური მომსახურების სტანდარტებში, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული იქნეს გამჭვირვალეფარიანი პირბადის გამოყენების წესი.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023