კახეთი.თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მოქალაქეებს კიდევ ერთი სახის სიახლეს სთავაზობს. ბიბლიოთეკის, ინტერნეტისა
და ღონისძიებების ჩასატარებელი ოთახების მოხმარების გარდა, სულ მალე იქ მისულ მოქალაქეს
ჟურნალებისა და გაზეთების გაცნობის საშუალება ექნება.
თელავის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, მაია ფურცხვანიძის თქმით, აღნიშნულ
საკითხზე ამჟამად რედაქციებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს: ,,სულ მალე ჩვენთან მოსულ
ადამიანს შეეძლება ჟურნალ-გაზეთების გაცნობა. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რედაქციებთან.
ვფიქრობთ, ახალი სერვისი საინტერესო და საჭიროა ჩვენი მომხმარებლისთვის".