en
ge

რეგიონის განვითარების დოკუმენტი არასამთავრობო სექტორთან ერთად მუშავდება

სამეგრელო. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის 2014–2017 წლების განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილეს, 25 აპრილს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რეგიონული სამინისტროს წარმომადგენლებმა. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ხმალაძემ განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მისი უწყება ისეთ პროექტებს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც რეგიონის ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარებას შეუწყობს ხელს. „სტრატეგიებთან ახალი მიდგომა, ახალი სამთავრობო პოლიტიკა გვაქვს, რომელიც რეგიონების დამოუკიდებელ ფუქნციონირებას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, რომ სამინისტრო მუშაობს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმაზე და რეგიონები ამ რეფორმის განხორციელებას უნდა შეხვდნენ ძლიერი ეკონომიკური მექანიზმებით",– განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, რეგიონების სტრატეგიის განვითარების დოკუმენტზე მუშაობის პროცესში აქტიურადაა ჩართული გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)