26 - 27 აპრილს
8:00 საათზე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივისა და
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით
ღია მმართველობის პარტნიორობისა და ინფორმაციის თვისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში შვიდი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, უკრაინისა და საქართველოს არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ექსპერტები, იურისტები და ჟურნალისტები საკუთარ ქვეყნებში ღია მმართველობის პარტნიორობის განხორციელების პროცესზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებენ.
მისამართი:თბილისი, სასტუმრო კოპალა