თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფომ 2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაურიცხა, კომერციულმა ბანკებმა დახმარების თანხა ვალში გაუქვითეს. საჩივრით ადამიანის უფლებათა ცენტრს თერთმეტმა ადამიანმა მიმართა.
ორგანიზაციამ საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი, დახმარებოდა კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს, ვერ შესრულდა და კომერციულ ბანკებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის გავრცელებისთანავე საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩაერთო, რის შემდეგაც თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს.
წყარო: humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)