en
ge

ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ძალადობა საშიშ პრეცენდენტს ქმნის

ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ძალადობა საშიშ პრეცენდენტს ქმნის

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. აღნიშნული ფაქტი არის ხელისუფლების იმ აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი, რომელიც მიმართულია კრიტიკული მედიის, ჟურნალისტების თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. შედეგად, წახალისება ხდება მსგავსი სახის ძალადობისა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)