შიდა ქართლი.22 აპრილს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა „ერთი ფანჯრის" პრინციპზე
აგებული საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები
იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების მოუგვარებელი
პრობლემების განხილვა და მათი მოგვარება. შეხვედრაზე განიხილეს 11 შემთხვევა, როგორც
ინდვიდუალური, ასევე თემის საერთო პრობლემა. თითოეული შემთხვევის განხილვა მოიცავდა
პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებასაც.
„ერთი ფანჯრის" პრინციპზე აგებული
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება სხვა რეგიონებსა თუ ქალაქებში. შეხვედრები ტარდება
პროექტის – „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" – ფარგლებში. მას
ახორციელებენ გაეროს ქალთა ფონდი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ფონდი „ტასო" ნორვეგიის
მთავრობის მხარდაჭერით.
წყარო: ginsc.net