თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ გიგა კარაპეტიანის და ანი გოგბერაშვილის სტატიას: „გარემოვაჭრე ქალები და პანდემია: ბრძოლა ყოველდღიური საჭიროებებისთვის“.
„აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევითი სტატიით, ვცდილობთ გავაანალიზოთ გარემოვაჭრეობის სოციალური და ეკონომიკური განზომილებები უშუალოდ გარემოვაჭრე ქალების პერსპექტივიდან. სტატიისთვის გორსა და თბილისში დასაქმებულ გარემოვაჭრე ქალებთან ათი ინტერვიუ ჩავწერეთ. მათი უმეტესობა პენსიონერია და ოჯახში ძირითად შემომტანად ითვლება“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)