თბილისი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეხმაურებიან TV პირველის ეთერში გადაცემულ აუდიო ჩანაწერს, რომლის სავარაუდო მონაწილეები სახელმწიფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბერა ივანიშვილი არიან.
„ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს“, ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)