თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ტყიბულის შახტში დასაქმებულ ერთ-ერთ მეშახტეს შახტებში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებზე ესაუბრა.
„დღეს ტყიბულელი მეშახტის მთავარი წუხილი ისაა, რომ სახლიდან გასვლისას უკან ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნების გარანტია არ აქვს. უსაფრთხოება მთავარი პრობლემაა. წინა პერიოდებთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის. უამრავი ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად არანაირი ძირეული ცვლილება არ გაკეთებულა.
ერთადერთი, რაც ახალმა კომპანიამ მოიგონა გაზის აპარატურის დაყენებაა და „ლავების“ აფეთქების დროს ხალხი გამოყავთ. ნახშირის მოპოვება იქნება თუ დამუშავება არაფერი არ შეცვლილა. პრობლემა რასაც ამდენ ტრაგიკულ შემთხვევამდე მივყავართ „კამერული“ სისტემით ნახშრის მოპოვებაა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)