კახეთი. 28 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით საგარეჯოს რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „ტრენერთა სწავლება მზის კოლექტორების მშენებლობის საკითხებზე"
ტრენერთა სწავლებას ჩაატარებენ პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები ჰოლანდიიდან და გერმანიიდან. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ ასწავლონ დაინტერესებულ პირებს საყოფაცოვრებო პირობებში მზის კოლექტორების აწყობა, დამონტაჟება და შემდგომი ექსპლოატაცია
პროექტი ხორციელდება "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები–საქართველოს" მიერ პროექტის „საოჯახო პირობებში მზის ენერგიით გათბობის, ცხელი წყლისა და თბოსაიზოლაციო სისტემების დანერგვა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება სოფლად აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში" ფარგლებში.