თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სოლიდარობას უცხადებს ქალ უფლებადამცველებს.
„გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ ქალი უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე გახდნენ ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. ფაქტს სოციალურ მედიაში ორგანიზებული აგრესიის კამპანიის მოჰყვა, როგორც არასამათავრობო ორგანიზაციების, ასევე უფლებადამცველების მიმართ. აღნიშნული განაპირობა მათმა საჯარო პოზიციონირებამ ჩოგბურთელის წინააღმდეგ მიმდინარე ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით.
ქალი უფლებამდაცველების მიზანმიმართული, გენდერული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა მიანიშნებს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მიზოგენიურ განწყობებზე და აფერხებს ძალადობის ფაქტების საჯარო მხილების პროცესს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)