თბილისი. 17 მარტს, „უფლებები საქართველომ“ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარადგინა.
„კვლევის ანგარიში, რომელიც მონიტორინგის შედეგად მომზადდა, მიმოიხილავს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, აანალიზებს საერთაშორისო სტანდარტებთან კანონისა და პრაქტიკის შესაბამისობას, აგრეთვე შეიცავს რეკომენდაციებს დისციპლინური სისტემის ხარვეზების აღმოსაფხვრელად“.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)