თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მზაობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საჭიროებების გამოსავლენად, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მონიტორინგი განახორციელა.
„მონიტორინგმა რიგი გამოწვევები გამოავლინა, რომელთა პრევენცია და აღმოფხვრაც მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ შემოწმებული სკოლები მეტწილად პასუხობს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს, თუმცა გამოიკვეთა სანიტარულ-ჰიგიენური, ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის, საპირფარეშოების მოწყობისა და დისტანციის დაცვის პრობლემები“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)