თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ბათუმის საკრებულოს წევრისა და მისი სიძის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაარკვია, რომ ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირის ყოფილმა კომპანიამ 2019-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში 228,388 ლარზე მეტი ღირებულებების ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 143,426 ლარი ბათუმის მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაზე მოდის, ეს გაერთიანება კი, დებულების თანახმად, სწორედ ირაკლი პატარიძის კომისიის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს - განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია „სამოქმედო სფეროში კონტროლს უწევს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს”. შესაბამისად, კომისია არა მხოლოდ მუნიციპალური სერვისის მიწოდების ხარისხის კონტროლს, არამედ ხარჯების მიზნობრიობას და კორუფციულ რისკებს უნდა იკვლევდეს.
წყარო: ორგანიზაცის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)