თბილისი. 18 ივნისს, თბილისში, პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ბავშვი და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც არასრულწლოვანს არ ჰქონდა. პოლიციის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მისთვის ფოტოსურათის გადაღება, რასაც არასრულწლოვანის მხრიდან უარი მოყვა, უარის შემდეგ კი პოლიციელებმა არასრულწლოვნის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ხალხმა მათ ამის უფლება არ მისცა. დაკავების მცდელობისას ბავშვმა სხეულზე დაზიანებები მიიღო.
2020 წლის 29 ოქტომბერს PHR-მა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა არასრულწლოვანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების ასლების გადმოცემა, თუმცა სამინისტრომ ეს პროცესი დროში გააჭიანურა.
ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით #PHR-მა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა. სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა და დაადგინა, რომ მასალების გადაცემა არაგონივრულ ვადაში მოხდა. გადაწყვეტილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი საქმიანობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, არაგონივრულ ვადაში, არასათანადო ფორმით და არასრულად მოახდინა განმცხადებლისათვის დოკუმენტაციის მიწოდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოცხადდა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აგრძელებს ბავშვის ინტერესების დაცვას.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)