თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) გიზიარებთ საქართველოში, 2019-2020 წლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების კვლევას.
„კვლევის მიზანი იყო საქართველოს სოფლებსა თუ მცირე დასახლებებში მოქმედი ჯგუფების, მათი სამუშაო გარემოს და დაბრკოლებების შესწავლა. კვლევის შედეგების და თანმდევი რეკომენდაციების გარდა ასევე დაზუსტდა მოქმედი სათემო ორგანიზაციების სია. აღნიშნული სია, საჯარო გახდება 2021 წლის გაზაფხულზე.
იხილეთ კვლევა ქართულ ენაზე
იხილეთ კვლევა ინგლისურ ენაზე
კვლევა განხორციელდა CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre-ის მიერ 2019-2020 წლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ს მხარდაჭერით. დოკუმენტი ინგლისურ ენაზე ითარგმნა, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)