თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს რაოდენობრივი კვლევის „ლგბტქ ადამიანთა სოციალური დაცვა და უსახლკარობის გამოწვევები“ შედეგებს.
„ადეკვატურ საცხოვრისზე წვდომის უფლება ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უფლების ნაწილია და ცენტრალური მნიშვნელობისაა ყველა სხვა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობისთვის. სოციალური პრედიქტორიების გარდა, ადეკვატური საცხოვრისის საკითხთან მჭიდრო კავშირშია ძალადობა და სოციალური მოწყვლადობა, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ გარემოს ქმნის უსახლკარობისთვის.
ძალადობა და დისკრიმინაცია, ხშირად, უსახლკარობის მიზეზიც არის და შედეგიც. შესაბამისად, მათ, ვინც ექვემდებარებიან დისკრიმინაციას რასის, საცხოვრებელი ადგილის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის, ასაკის და სხვა ნიშნების გამო, უფრო მეტად ემუქრებათ უსახლკარობა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)