თბილისი. „შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ - POWER • Promoting Opportunities for Women's Economic Resilience - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტია, რომლის მიზანია გამოვიკვლიოთ თუ რა საჭიროებები აქვთ დღეს ქალებს ბიზნესში. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია გთავაზობთ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას.
კვლევაში „ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები“ განხილულია ქალი მეწარმეების ზოგადი მდგომარეობა, ბიზნესის დაწყება და ოპერირების შესაძლებლობები და გამოწვევები, კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი პრობლემები, საქართველოში ქალი მეწარმეების საქმიანობის ზოგადი ხელშეწყობისა და კოვიდ19-ით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების დაძლევისთვის გასატარებელი ღონისძიებების რეკომენდაციები.
პროექტი მხარდაჭერილია ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)