თბილისი. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აგრძელებენ განაცხადების მიღებას საგრანტო პროგრამაზე: „სტრატეგიული ინვესტიციები ზრდისთვის შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებისთვის“.
საგრანტო პროგრამის მიზანია, დახმარება აღმოუჩინოს კომპანიებს, რომელთაც სჭირდებათ თანადაფინანსება ბიზნეს საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობის შედეგად, კომპანიები შეძლებენ გაყიდვებისა და დასაქმების გაზრდას, პროდუქციის ხარისხისა თუ საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას, დამატებითი ღირებულების შემქმნელი პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნასა და განახლებას.
საგრანტო პროგრამა ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში „ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ხორცილდება გაეროს სააგენტოების მიერ კერძო სექტორთან თანამშრომლობით და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)