თბილისი. 31 მარტსა და 1 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ ორდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩაატარეს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი ხსენებული ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას აფასებს.
ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგნელებისთვის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები უნდა შეაფასონ“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)