en
ge

დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა და შეწყდეს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები

დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა და შეწყდეს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები

თბილისი. ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს და დაუშვებლად მიიჩნევენ საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულვებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას.

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ საჯარო მდგრადი ინტერესების და სიკეთეების დაცვაზე ორიენტირებული მოდერატორის როლი იკისროს, რაც სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარეობს, სახელისუფლებო აპარატი დღეს სრულად კერძო ინტერესის მხარეს დგება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების არაღიარების და დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)