თბილისი. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" 5 აპრილს, ბუბა ჩივაძის დაკავებისა და, იძულების წესით, ქალაქ ქუთაისის მერიიდან მისი გამოყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბუბა ჩივაძე ძალის გამოყენებით დააკავა - უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით“.
წყარო: qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)