თბილისი. 29 აპრილს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზნებია: მხარეებს შორის რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება, საერთო პრიორიტეტების გამოვლენა და ამ პრიორიტეტების ირგვლივ კოორდინირებული მუშაობა. მხარეებს შეუძლით საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
წყარო:
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში