en
ge

კახეთის რეგიონის ახალგაზრდული ფორუმი 2013

კახეთი. სამოქალაქო განათლების და გადამზადების სამწლიანი პროგრამის „PH international" საქართველოს ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითერების სააგენტოს (USAID) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალაქ თელავის მე-4 საჯარო სკოლაში პროექტების განხილვა მოეწყო, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლება და სასკოლო პროგრამის ხარისხი.  პროექტის კოორდინატორის მერი პაპუნაშვილის თქმით, პროექტის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოუკიდებლობისა და ქცევის შეცვლაში, გააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
კახეთის რეგიონალურ ახალგაზრდულ ფორუმზე, მოწვეული იყვნენ კახეთის 63 პარტნიორი საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, არასამთვრობო ორგანიზაციები, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მედია საშუალებები. „ყვარლის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა პროექტზე „ძალადობა სკოლებში" წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, აკაკი ნათალიშვილთან და საკრებულოს აპარატის უფროსთნ ანა უსტიაშვილთან გასაუბრების შემდეგ, პროექტის განსახორციელებლად, ყველა საჭიროებისათვის, მათგან სრული მხარდაჭერა მიიღეს.’’–განაცხადა მოსწავლეების ჯგუფების ფასილიტატორმა მთვარისა ჯანგიძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)