თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ რიონის ხეობაში განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.
„გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს იქ მყოფი ადამიანების, როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა, „რიონის ხეობის მცველებს“ მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)