სამცხე–ჯავახეთი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით 23-27 აპრილს, დაბა ბაკურიანში ბიზნესტრენინგი ჩაუტარა ბიზნესის დაწყების მსურველ ახალგაზრდებს. ტრენინგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას. ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავდა ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის საჭირო პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებს. ბიზნესის დაწყების მსურველმა მონაწილეებმა საეას ექსპერტების მხარდაჭერით შეიმუშავეს ბიზნეს-გეგმები. ესტონელმა ექსპერტმა მარტ რეიმანმა მონაწილეებს გაუზიარა ესტონეთის გამოცდილება და უპასუხა მონაწილეთა კითხვებს.
პროექტი „მეწარმეობის გავითარება საქართველოს ახალგაზრდებში და ესტონური გამოცდილების გაზიარება” ხორციელდება საეას პარტნიორი ესტონური ორგანიზაციის „ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრი" (HEDC) მხარდაჭერით.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში