იმერეთი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე ბათუმის მერიის უარის უკანონობისა და რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ინტერესებს სასამართლოში იცავენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC).
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)