en
ge

IDFI: კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი კვლავ ძალიან დაბალია

IDFI: კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი კვლავ ძალიან დაბალია

2021 წლის 12 აპრილს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO), შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში, გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის მეორე ანგარიში, სადაც აფასებს ქვეყნის მიერ 2016 წელს მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. 

IDFI-ის ინფორმაციით, GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების დაბალი პროგრესი ცალსახად მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პასიურ ფაზაში გადასვლაზე. კორუფციის პრევენციის მიმართულებით შესასრულებელი 11 რეკომენდაციიდან ქვეყანამ 18 თვის განმავლობაში მხოლოდ ორი რეკომენდაციის სრულად შესრულება მოახერხა, დანარჩენი ცხრა რეკომენდაცია კი კვლავ შესასრულებელია. კორუფციის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2020 წელს საერთაშორისო რეიტინგების უმეტესობა ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება. 2021 წლის პირველი კვარტალის დასასრულს საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია ახალი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2021-2022 წლებისთვის. 

სრულად...  

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)