en
ge

ელჩი ნორლანდი „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებს“ შეხვდა

თბილისი. ელჩი ნორლანდი კლუბ „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების" წევრებს შეხვდა. მათ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, აშშ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩის დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის გამოცდილებაზე ისაუბრეს. „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები" არის ახალგაზრდული კლუბი, რომლის მიზანია განავითაროს და გაავრცელოს დემოკრატიული ღირებულებები სხვადასხვა უნივერსიტეტის იმ ახალგაზრდებში, რომლებიც დაინტერესებულები არიან პოლიტიკით. კლუბის ყოველთვიური შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტში პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან იმართება. 26 აპრილის შეხვედრას თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
წყარო: აშშ–ს საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)