თბილისი. ქალთა ფონდი საქართველოში ეხმიანება რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას უცხადებს ხეობის გუშაგებს.
„მიგვაჩნია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით საქართველოს ხელისუფლება უხეშად არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს, იყენებს არაპროპორციულ, რეპრესიულ საპოლიციო ძალას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილების უფლებას და ეწევა სიტუაციის ესკალაციას ხეობაში.
ასევე, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ხეობის მცველთა კარვების აყრა, შეკრების ადგილის გადახვნა, კედლის აღმართვა და აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მათი რეპუტაციის შელახვის უღირსი მცდელობები.
მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კომპანია "ენკა"-ს სასარგებლოდ ხალხზე ძალადობა“...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
ფოტო: სოფო აფციაური
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)