en
ge

ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს

ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს

თბილისი. ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანი იქნება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„რამდენიმე დღის წინ, რუსთავი 2-ის ეთერში, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ისაუბრა მის მტკივნეულ პირად გამოცდილებაზე, როდესაც წლების წინ, მაშინდელი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოჯახში ძალადობა სამწუხაროდ ხშირი მოვლენაა, საზოგადოება კი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შეუწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულის მიმართ, მსხვერპლებს დიდი ძალის და გამბედაობის მოკრება სჭირდებათ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და საჯაროდ სასაუბროდ. ამ რეალობაში, კიდევ უფრო დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. 

გვჯერა, რომ მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული. ჩვენთვის მიუღებელია ოჯახში ძალადობის საშიშ დანაშაულში მხილებული პირი, ბესო ზანგური, რომელსაც არც პასუხი უგია და არც რაიმე სინანული გამოუთქვამს, იდგეს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე და ისევე აგრძელებდეს კარიერას, თითქოს არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში, სანამ საქმეზე არ დასრულდება გამოძიება...“

სრულად...

წყარო: მოძრაობის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)