თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში წარმოდგენილი ძირითადი მიგნებების მოკლე შეჯამებას და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას.
„ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები; პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამართლებრივი დევნა; პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფის შემთხვევები; მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩარევა; და ძალადობრივი ან მუქარით ჩადენილი დანაშაულები ლგბტი პირების მიმართ“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)