თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზციების ნაწილი ავრცელებს განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მედიაციის პროცესში წარმოდგენლილი ახალი დოკუმენტის შესახებ.
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით ახალი, კომპრომისული წინადადება შესთავაზა. წინადადება ითვალისწინებს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხს და მათი განხორციელების ვადებს. შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს.", - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)