თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა პირს, რომელიც 2013 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
„2020 წლის მარტში მის მიმართ დაიწყო დისციპლინური გადაცდომის საქმის წარმოება, რაც მისი სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით დასრულდა. სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა, საია-ს დახმარებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მოპასუხემ კი სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს დავის მორიგებით დასრულება შესთავაზა.
საბოლოოდ, მხარეები სასამართლო პროცესზე მორიგდნენ. მორიგების აქტის თანახმად, მოსარჩელე დასაქმდა სხვა სამსახურში და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა იმ ოდენობით, რასაც იგი გათავისუფლებამდე იღებდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)