თბილისი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „უფლებები საქართველო“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ ეხმიანებიან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტს.
„ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფოს მიიღოს ყველა ზომა რელიგიურ პანსიონატებში ბავშვთა უფლებების განუხრელი დაცვისთვის და ამ ინსტიტუციების სახელმწიფოს რეალური და ქმედითი მონიტორინგის ქვეშ მოსაქცევად“.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)