ქვემო ქართლი. გასულ კვირას სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ორგანიზებით სოფელ ვახტანგისში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ გლეხებთან და ახალგაზრდებთან.
„მოხსენებების თემატიკა მოიცავდა გლეხთა კოოპერატივებისა და სახელმწიფოს მიერ აგრარული სუბსიდირების შესახებ ლექციას, 1 + 4 პროგრამის, პროფესიის არჩევის, უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლის შესახებ კვლევის დაკვირვებებისა და პირადი გამოცდილებების გაზიარებას. შეხვედრები გაიმართა სოფელი ვახტანგისის ახლადგახსნილ სათემო ცენტრში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)