სამეგრელო. 19 აპრილს ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და ამავე ცენტრის წევრების მონაწილეობით გაიმართა როლური და სიმულაციური აქტივობა „გაეროს მოდელირება“.
„მოდელირების თემას წარმოადგენთა ,,კოვიდ პანდემია, როგორც სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევა“. ახალგაზრდებმა მოირგეს გაეროს წევრი სახელმწიფოების დელეგატების როლი, წარადგინეს პოზიციის განაცხადები, გამართეს დებატები და შეიმუშავეს რეზოლუცია. მოწვეულმა პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა შეარჩია 3 საუკეთესო სპიკერი, რომლებიც დასაჩუქრდნენ ფასიანი პრიზებით“, ნათქვამია ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)