თბილისი. IREX-ის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს Fulbright-ის ამერიკელ პროფესორს, ჯეისონ ლინდსის (Ph.D Columbia
University), რომელიც 2 კვირის განმავლობაში წაიკითხავს ლექციათა ინტენსიურ კურსს: ამერიკის მთავრობა და დემოკრატიული მოქალაქეობა.
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ამერიკის მთავრობის მოწყობისა და ფუნქციონირების ძირითად მახასიათებლებს. ასევე სამოქალაქო უფლებათა მოძრაობების ისტორიას, მიზეზებსა და შედეგებს.
კურსი გაიმართება 4-14 ივნისამდე, ყოველდღიურად (კვირის გარდა) საღამოს საათებში. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ყველა კურსის სტუდენტს. თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები ინტენსიური კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ 5 სასწავლო კრედიტს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
კურსის სამუშაო ენა არის ინგლისური. საჭიროების შემთხვევაში მოხდება ლექციების თარგმანი.
ინტენსიური კურსის გავლის მსურველებმა გამოგზავნეთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე:
demcitizenship@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 598478797, 555150555
წყარო: IREX