სამეგრელო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა არასრულწლოვანს, რომელის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა.
„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)