en
ge

კონფერენცია: „სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად“ (ვიდეო)

თბილისი. „სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის" და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით, 27 აპრილს სასტუმრო „რედისონში" გაიმართა კონფერენცია თემაზე - „სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად".
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალისა და მოსმენების შედეგად მოპოვებული მასალების საკითხთან დაკავშირებით. ღონისძიების ერთერთი ორგანიზატორისა და გაზეთ „რეზონანსის" რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით,"აუცილებელია მოხდეს იმ მასალების განადგურება, რომელიც წინა ხელისუფლებამ უკანონო გზით მოიპოვა. ეს მასალები არის საქართველოს უახლოესი ისტორიის შავი ლაქა" - აღნიშნა ტუღუშმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო: osgf.ge
კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი (წყარო: livestream.com/nakadi)

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)