თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ანალიზს აქვეყნებს.
„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების ორი ურთიერთდამოკიდებული კასკადის მხოლოდ ერთ ნაწილს, ქვემო ნამახვანი ჰესს ეხება და არ აფასებს ზემო ნამახვანი ჰესს. ერთამანეთზე დამოკიდებული ჰესების ნებართვების რაიმე სახით დაყოფა და ორი ჰესის გარემოზე ზემოქმედების ცალ-ცალკე, დანაწევრებულად შეფასება გარემოსდაცვითი პრინციპების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სანდარტების დარღვევასა და უგულებელყოფას წარმოადგენს.
თავის მხრივ, ქვემო ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება პირობიანია და მოიცავს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი კვლევების დამატებით წარდგენის ვალდებულებას. კანონმდებლობით არსებითი კვლევების გარეშე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა დაუშვებელია, ხოლო სავალდებულოდ წარსადგენი გამოკვლევების არსებობა ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების სრულყოფილი შეფასების გარეშეა გაცემული.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. ჰიდროელექტროსადგურის გეოლოგიური, სეისმოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები არასრულყოფილია და ვერ აფასებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)