თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ანგარიშის „საარჩევნო დავების ანალიზი“ პრეზენტაცია გამართა.
„ანგარიშის მიზანია, გამოკვეთოს ის ძირითადი ტენდენციები და საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის საარჩევნო დავების სამართლიან გადაწყვეტას და აჩენს უნდობლობას საარჩევნო პროცესების მიმართ. დოკუმენტში საია აფასებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საარჩევნო დავებს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში. ანგარიშში მოცემულია საარჩევნო დავების განხილვის პროცესში გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები. ასევე, გაანალიზებულია საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახული პრობლემური პრაქტიკა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)