თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„შეხვედრაზე ქალთა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების გამოწვევებზე ისაუბრეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ქართველ მონაწილეებს კონკრეტული წინადადებები შესთავაზეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)