იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 28 აპრილს, წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია შპს „ენკა რინიუებზლი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას.
სასამართლომ კომპანიის მიმართ გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელის ზომად ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)