თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ მარიამ დევიძის სტატიას -„ხილული თუ უხილავი: კლიმატის ცვლილება და სოფლად მცხოვრები ქალების შრომა“.
„კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC-ის) მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები აფერხებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების წარმოებასა და წყლის მიწოდებას, რაც აისახება საკვების უვნებლობის, ხელმისაწვდომობისა და ფასის შენარჩუნების საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის შეცვლაში მთავარი წვლილი მდიდარ ქვეყნებსა და მოსახლეობას მიუძღვით, მაშინ როცა მისი მავნე შედეგები ღარიბ ქვეყნებსა (მათ შორის, საქართველოსაც) და მოსახლეობის მარგინალურ და მოწყვლად ჯგუფებს უფრო აზარალებს, და მათ შორის ქალებიც არიან. ამის შედეგად კი სოციალური და გლობალური უთანასწორობა კიდევ უფრო მწვავდება“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)