თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს წვრილმან ხულიგნობაზე, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას.
„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც საზოგადოების პროტესტი მზარდია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, აღნიშნული ცვლილებები მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ ინიციატივას არ დაუჭიროს მხარი და მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, არ გაზარდოს ჯარიმების ოდენობა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)