თბილისი. რონდელის ფონდისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით მოკლევადიანი სასწავლო კურსის „ეროვნული უმცირესობები - დისკურსის ხელშეწყობა“ მეორე ნაკადის ტრენინგები წარმატებით დასრულდა.
„პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და ლობირების, ქალთა მონაწილეობის, კვლევის მეთოდებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ. ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ომბუდსმენის ოფისის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეუთოს წარმომადგენლებს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)