თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუს სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორ ია ერაძესთან: საპენსიო სესხების კრიზისი.
„სახელმწიფო ნამდვილად წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ პენსიის გაცემით ნაგულისხმებ მიზნებთან, რადგან, როგორც ჩანს, არ ინტერესდება, თუ რა ხდება პენსიის დარიგების შემდეგ - რამდენად მიზნობრივად შეუძლიათ პენსიონერებს გამოიყენონ პენსია. თუმცა აქ, პრობლემის სათავე თავად პენსიის სიმწირეში მდგომარეობს, რომელიც არ არის საკმარისი ღირსეული სიბერისათვის. სწორედ ამით აიხსნება ასეთი მაღალი მოთხოვნა საპენსიო სესხზეც.
იმ სახელმწიფოებში, სადაც პენსია შეესაბამება ცხოვრების რეალურ საჭიროებებს, საპენსიო სესხის საკითხი არც კი დგას. გასაგებია, რომ საქართველოს ბიუჯეტი ამ მხრივ შეზღუდულია, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ იმაზე მაინც უნდა იზრუნოს, რომ მის მიერ გაცემული პენსიის დიდი ნაწილი კერძო ბანკის მოგებაში კი არ აისახოს, არამედ პენსიონერის საჭიროებებზე დაიხარჯოს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)