თბილისი. სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესაბამისობა თანასწორობის პრინციპთან“, რომელშიც მუნიციპალური პროგრამების ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაა გაანალიზებული.
„კვლევამ ცხადყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების ნაწილი მოსარგებლეთა წრის განსაზღვრისას სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, ქორწინების სტატუსის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციულ კრიტერიუმებს იყენებს, რის შედეგადაც, რიგი ჯგუფები პროგრამით სარგებლობის მიღმა რჩებიან.
ასევე, გვხვდება სხვადასხვა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელი ტერმინები და რეგულაციები, რომელიც არსებულ სტიგმებს აძლიერებს. არის შემთხვევები, როდესაც თანაბარი საჭიროებების მქონე პირთაგან პროგრამაში მოსახვედრად შერჩევა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)